რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს, 8 ივლისიდან რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანა აუკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შესაბამისი ბრძანება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"პუტინმა ხელი მოაწერას ბრძანებას, დაეხმარონ საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქებს რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებაში", - წერს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი".
დოკუმენტი ასევე, შეიცავს რეკომენდაციას რუსული ტურისტული სააგენტოების მიმართ, თავი შეიკავონ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტურების შეთავაზებისგან.