20 ივნისს პარლამენტში საქართველოს პარლამენტში სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელი გამოიტანეს და დაადეს წარწერა "რუსეთი ოკუპანტია". ირაკლი კობახიძის სავარძელი თბილისის საკრებულოს წევრმა ვატო შაქარიშვილმა გამოიტანა.
კობახიძის სავარძელს გავრილოვის რუსულ ენაზე დაწერილი დღის წესრიგის დახეული ფურცლები დააყარეს და ზედ წარწერა "რუსეთი ოკუპანტია" დააწერეს.
"კობახიძე არის დღეს ჩემთვის და ქართული საზოგადოებისთვის გავრილოვი და როგორც გავრილოვი გააგდო ხალხმა აქიდან, ისე გავაგდებთ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც აი ეს სკამი. მე ვიყავი 2016 წელს ქართული ოცნების მხარდამჭერი და ათასობით ადამიანმა დაუჭირა მხარი და აირჩია კობახიძე რომ ამ სკამზე მჯდარიყო და კაცმა თავისი ნებით ეს სკამი დაუთმო გავრილოვს. თუ დაუთმო გავრილოვს, როგორც ავირჩიეთ, ისე გავაგდებთ აქედან", - აღნიშნა ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტურ პარტიიდან სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდანსხდომას გაუძღვამ რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის გამოსვლა გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. სხდომა შეწყდა და გავრილოვი დარბაზიდან გაიყვანეს. ოპოზიცია ითხოვს პასუხიმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღოს და თანამდებობდა დატოვოს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მსოფლიოსა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. 19 ივნისის ღონისძიებაზე სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოვიდა. სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა.