თბილისში, შალვა დადიანის 7 ნომერში, გაიხსნა მურანის შუშისგან შექმნილი სამკაულების მაღაზია Yuliko&Friends, სადაც წარმოდგენილია Glass art studio-ს მიერ შექმნილი ორიგინალური დიზაინის სამკაულები.
Yuliko&Friends-ი საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოქალაქეებსა და თბილისის სტუმრებს, არა მხოლოდ ჩაიცვან თანამედროვედ და ხელმისაწვდომ ფასად, არამედ სასიამოვნოდ გაატარონ დრო და შეიძინონ ახალი მეგობრები.
მრავალ ახალ ტანსაცმლის მაღაზიათა შორის მნიშვნელოვნად გამოირჩევა Concept store Yuliko & Friends, სადაც წარმოდგენილია დიზაინერ იულია კაზანცევას კოლექცია ქართული ფსევდონიმით Yuliko Kazandadze. ბრენდი Yuliko Kazandadze შეიქმნა თბილისში, 2018 წლის მარტში იულია კაზანცევასა და ალექსანდრე პუშინის მიერ.
Yuliko ქმნის ელეგანტურ ტანისამოსს, რომელიც შეიძლება ატარო ყოველდღიურად, რაც იშვიათი შერწყმაა თბილისის მოდის არენაზე.
დედაქალაქის სხვა მრავალი შოურუმების ფონზე, Yuliko&Friends გამოირჩევა სტილის ინდივიდუალურობით, უბრალოებითა და კომფორტით. გარემოც საკმაოდ უნიკალურია. მასპინძლები სთავაზობენ სტუმრებს ღვინოს, თავაზიანად ესაუბრებიან და ძალიან უყვართ სტუმრებისათვის ფოტოსესიის მოწყობა თავიანთი კოლექციის ტანისამოსში. რეგულარულად იმართება წვეულებები, რომლის დროსაც ხდება ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.
ახლახან გაიმართა არაჩვეულებრივი მხატვრის, ეკატერინე სიყმაშვილის ნამუშევრების გამოფენა. უახოეს მომავალში გაიხსნება ფოტოგამოფენა, სადაც შესაძლებელია ვიხილოთ თანამედროვე ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები.