National Geographic-მა 2019 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსში მონაწილეობის მსურველ ფოტოგრაფებს სამ სხვადასხვა კატეგორიაში გადაღებული ფოტოები უნდა წარედგინათ - ბუნება, ქალაქები და ადამიანები.
კონკურსის გრანპრის მფლობელი ვეიმინ ჩუ გახდა, რომელმაც გრენლანდიის ერთ-ერთი დათოვლილი სოფლის ფოტო წარადგინა.