საქართველომ ფიჯის ნაკრები ურთულეს ბრძოლაში 12 - 8 დაამარცხა. უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" უკანასკნელ წამებზე ლელო დადეს და ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში დიდებული გამარჯვება მოიპოვეს.
ამ გამარჯვებით უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესეს, ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებენ ელიტაში, რადგან ადგილი შენარჩუნებულია.
წინ მე-9 ადგილის ფინალია. იტალიასთან შეხვედრა 22 ივნისს, 20 საათზე გაიმართება.