ცენტრალური აზიისა და კასპიის რეგიონების ქვეყნებს ჩვენზე მეტი ნავთობი და გაზი გააჩნიათ, მაგრამ მათ არ აქვთ ის რაც ჩვენ გვაქვს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკის ბირჟაზე სტუმრობისას სიტყვით გამოსვლის დროს.
"ეს არის სახელმწიფო ნაკლები ბიუროკრატიით, დაბალი ფასები, კრიმინალისგან ფაქტობრივად გათავისუფლებული ქვეყანა, რომელიც თავისუფალია კორუფციისგან და არსად რეგიონში არ გატარებულა იმდენი რეფორმა რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენთან გატარდა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ყურადღება საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა.
"საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრიცაა. როდესაც ტაიმსკვერზე გამოვიარე დავინახე სარეკლამო რგოლი საქართველოში ტურიზმის შესახებ. მინდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არის ქვეყანა სადაც წელიწადში 6 თვის განმავლობაში შეგიძლია დატკბე ტროპიკულ სანაპიროზე, ამავე დროს ისრიალო მთაში, ისევე როგორც ეს კალიფორნიაში ხდება", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.