საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები IHF (ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია) ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია.
გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული გუნდი კუბის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე 31:21 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მონაწილე 6 ევროპულ ქვეყანას შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პლეიოფის საგზური მოიპოვა.