საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებს, ჩინეთში გართულ ასპარეზობაში ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცა. ,,ესენი არიან ძალიან ახალგაზრდები, მათ შორის ერთი 9 წლისაცაა. ესენი არიან ჩვენი მომავალი და ამ გამარჯვებით ჩვენ ძალიან ამაყები ვართ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა დღეს სასახლეში მეორე ევროპული თამაშების მონაწილე ქართველი სპორტსმენების მინსკში გაცილებისას.