თბილისი პრაიდის წინააღმდეგ შექმნილი სახალხო რაზმები პოლიცის კორდონების გარღვევის სტრატეგიაზე მუშაობენ, - განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების შეკრებაზე". მისი თქმით, სახალხო რაზმები კომბლებით იქნებიან შეიარაღებულები.
"ქამარში ჩავიდებთ თითო კომბალს და თუ შეგვდგებიან, დავუბრუნებთ კომბალს" - თქვა ვასაძემ მისი თქმით, სამართალდამცველები ვეღარ შეძლებენ მათი წევრების დაკავებას.
"რაც ქენით კანცელარიასთან, არ გამოგივათ, არც ერთ ჩვენიანს არ გაგატანთ, დააკავებთ ერთს? ათეული გამოესარჩლება მას, არ ეყოფა ათეული? ასეული გამოესარჩლება, არ ეყოფა ასეული? ათასეული გამოესარჩლება. თუ სასწაული მოხდა და ამ ჩვენს ლომივით მეომრებს, მოჭიდავეებს, მორაგბეებს მაინც გამოსტაცეთ ერთი ჩვენიანი, თქვენს დააბრალეთ, სადაც წაიყვანთ, რომელ პოლიციის განყოფილებაშიც, იქ მოვალთ, იმ კორდონს გავარღვევთ და იქიდან გამოვიყვანთ ჩვენს ლომს", - თქვა ვასაძემ.