16-18 ივნისს რომი უმასპინძლებს ქართული კინოს დღეებს. ღონისძიებას ორგანიზებას უწევენ საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნულ კინოცენტრი. ასევე, პროექტის მხარდამჭერია სახელმწიფო პროგრამა "საქართველო-ევროპა".
ღონისძიების ფარგლებში რომის კინოს სახლში (Casa del Cinema) ნაჩვენები იქნება შემდეგი ქართული ფილმები:
"მანდარინები" (რეჟისორი ზაზა ურუშაძე)
"ცისფერი მთები" (რეჟისორი ელდარ შენგელაია)
"ნატვრის ხე" (რეჟისორი თენგიზ აბულაძე)
"შემთხვევითი პაემნები" (რეჟისორი ლევან კოღუაშვილი)
"ჩემი ბებია" (რეჟისორი კოტე მიქაბერიძე)
16 ივნისს ღონიძიება გახსნება კონცერტით, სადაც ქართველი მუსიკოსები შეასრულებენ ცნობილ ნაწარმოებებს ქართული კინოფილმებიდან, 18 ივნისს კი კოტე მიქაბერიძის ფილმს "ჩემი ბებია" მუსიკალურ თანხლებას გაუწევს რეზო კიკნაძის ტრიო.
კინო პროგრამის გარდა, რომში ასევე მოეწყობა ქართული კინოპოსტერების, ისტორიული ფოტომასალისა და წერილების გამოფენა, რომელიც დაკავშირებულია ქართველი და იტალიელი კინემატოგრაფისტების მეგობრობასთან.