საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 4 764 სპექტაკლი ჩატარდა, რაც 1.3%-ით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სპექტაკლების 60.2%
მოდიოდა ქ. თბილისზე.
2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 49 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა. აქედან, 38 ერთეული იყო დრამის, მუსიკალური კომედიის და მინიატურების, 7 - თოჯინების, 2 - ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო 2 ერთეული წარმოადგენდა ოპერისა და ბალეტის თეატრს.