12 ივნისს, უგანდის ისტორიაში პირველად, ებოლას ვირუსით ინფიცირებული ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ბებიასთან ერთად უგანდაში ჩავიდა. 13 ივნისს, გარდაცვლილი ბავშვის 50 წლის ბებია, იმავე ვირუსით დაიღუპა.
კონგოს დემოკრატიულ რეპუბლიკაში, ამ ვირუსით 1400 ადამიანია დაღუპული.
პარასკევს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უგანდაში ებოლას ვირუსის შესაჩერებლად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღო.
BBC-ის ინფორმაციით, ბებია და შვილიშვილი კონგოში ნათესავისგან დაინფიცირდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ებოლას ვირუსით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გარდაიცვალა.