გოგონა რომელსაც შეყვარებულთან დაშორების შემდეგ პარტნიორმა შინაური კურდღელი მოუკლა და სახლი გადაუწვა მწვავე ფსიქოემოციურ სტრესს განიცდის. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail წერს.
18 წლის ლორენ რეინოლდსი შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მუქარის ქვეშ იყო. შეყვარებული შერიგებას სთხოვდა. წინააღმდეგ შმთხვევაში მოძალადე მამაკაცი საუკეთესო მეგობარის, კურდღელი სპაისის მოკვლით ემუქრებოდა.
გასული წლის 16 ივლისს მამაკაცი შეიჭრა რეინოლდსის სახლში, გააჩინა ცეცხლი, გადაწვა მთლიანი სახლი და კურდღელთან ერთად ოჯახში არსებული სხვა ცხოველებიც დაწვა.
„მან დაწვა ჩემი მშობლების სახლი, მოკლა ჩემი საყვარელი ცხოველი და ჩემი მშობლების შინაური ცხოველები. ის არის ავადმყოფი, ნეტავ არასდროს შეხვედროდი. ამჟამად საშინელ ფსიქოემოციურ სტრესს განვიცდი და გავდივარ თერაპიის კურსს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაული მე არ ჩამიდენია მე მაინც ჩემს თავს ვარალებს ამ საშიელ შემთხვევას. ითანმა(გოგონას ყოფილი შეყვარებული), იცოდა რომ სპაისი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მან ჩემი საუკეთესო მეგობარი მოკლა იმის გამო რომ არ შევურიგდი. იმ ღამეს მხოლოდ ის მახსოვს, თუ როგორ გამაღვიძა მამამ და გამიყვანა ალმოდებული სახლიდან“,- გაიხსენა ლორენ რეინოლდსმა ჟურნალისტებთან საუბარში.
პოლიციამ სახლთან სიახლოვეს ბენზინის ავზი იპოვნა, რის შემდეგაც გოონას შეყვარებული ითან ენდრიუსი დააპტიმრა. თავდაპირველად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებდა, თუმცა მოგვიანებით მან პოზიცია შეიცვალა და თავი დამნაშავედ სცნო. მას სასჯელის სახით 32 თვით პატიმრობა მიესაჯა, აქედან 13 თვე ციხეში, ხოლო 19 - შინაპატიმრობაში.
ლორენ რეინოლდსს ფსიქოლოგიური პრობლემების გამო სწავლისთვის თავის დაანება მოუხდა.