22-26 სექტემბერს ბათუმი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს "SEAS "-ს Bმასპინძლობს. ბათუმს 12-მდე ქვეყნის 45-მდე საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული ხელოვანი ესტუმრება.
კორპროდუქციული ხელოვნების ფესტივალი მოიცავს თეატრალურ წარმოდგენებს, კინოჩვენებებს, მუსიკას, ინსტალაციებს, ფოტოგამოფენებს და სახელოვნებო განათლებას. საფესტივალო წარმოდგენების გარდა ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი ვორქშოპი.
ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ევროპელი პროდიუსერი და მსახიობი კრის ტორში.
22 სექტემბერს ფესტივალი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმოდ გაიხსნება ქართული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ფოლკლორის კონცერტით.
ფესტივალის ოფიციალურ გახსნაზე ბათუმში ფესტივალში მონაწილე 12 ქვეყნის ელჩებს ელოდებიან.
ფესტივალი მომზადდა საერათაშორისო ორგანიზაცია INთEღჩULთ -ისა და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი თანამშრომლობით.
ფესტივალის ორგანიზებაში ჩართულები არიან ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი "კავკასია~, ევროკომისია/ DG განათლება და კულტურა, შვედეთის ინსტიტუტი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს რეგიონალური თეატრების ქსელი.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: პირველი არხი, აჭარის ტელევიზია და რადიო, გაზეთები "24 საათი~, "ბათუმელები~, "აჭარა~, რადიო "მუზა~.
ფესტივალის პარტნიორები არიან ასევე ხელოვნების სახლი "არგანი~, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი.