„უბერის“ (Uber) მფრინავი ტაქსი 2023 წლიდან მელბურნში იფრენს. ამის შესახებ ინფორმაციას ABC news (Australian Broadcasting Corporation), ავსტრალიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კომერციული ფრენები 2023 წლიდან დაიწყება, თუმცა მფრინავი ტაქსის სერვისის გამოცდა უკვე 2020 წელს არის დაგეგმილი. მელბურნი, დალასი და ლოს ანჯელესი ეს ის სამი ქალქია სადაც ფრენების ტესტირება დაიწყება.
ჯერჯერობით უცნობია „უბერის“ მფრინავი ტაქტსი მძღოლთან ერთად შეასრულებს ფრენებს თუ უპილოტოდ. ეს დამოკიდებულია CASA-ის უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნაზე.
როგორც კომპანიაში ამბობენ, მფრინავი ტაქსით მელბურნის ცენტრიდან აეროპორტმადე მისვლა სულ რაღაც 10 წუთში იქნება შესაძლებელი. ჩვეულებრივი მანქანით იმავე მარშრუტით მგზავრობა ერთ საათზე მეტხანს გრძელდება.
„უბერი“ მფრინავი ტაქსის სერვისის ამუშავებაზე ნასა-სთან (NASA) და აშშ-ის არმიასთან ერთად მუშაობს.