დასრულდა ქართულ-ინგლისური საერთაშორისო სერიის მეორე მატჩი, რომელშიც საქართველო XV-მა დაძაბულ მატჩში ინგლისის საგრაფოებს 24-23 სძლია.
მატჩი თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩატარდა. ამ გუნდებს შორის ეს მეორე შეხვედრაა, მათ პირველი შეხვედრა ქუთაისის „აია არენაზე“ გაიმართა, სადაც ინგლისის საგრაფოებმა, საქართველო XV 28-15 დაამარცხეს.