საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დანიასთან სტუმრად დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩი კოპენჰაგენში გაიმართა, რომელიც დანიელი ფეხბურთელების სასარგებლოდ 5:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებიდან გოლი ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ გაიტანა, თამაშის 25-ე წუთზე.
ამ ეტაპზე, საქართველოს ჯგუფში მხოლოდ 3 ქულა აქვს და იგი მხოლოდ გიბრალტარს უსწრებს, რომელსაც 0 ქულა აქვს.