ბატონი შოთაძე მართალი რომ ყოფილიყო ამ საქმეში, კი არ გადადგებოდა, ადგებოდა, გამოვიდოდა, ვაჟკაცურად იტყოდა, რომ მე ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და დაჩქარებული პროცესით, ყველაფერს გააკეთებდა, - ეს განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გადაცემა "კვირის აქცენტებში".
მისი თქმით, სისტემის რღვევა მაშინ დაიწყო, როდესაც როდესაც ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდეობიდან გადადგა.
მან მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისიამ, თავისი მუშაობის მანძილზე, საზოგადოებას დაანახა, ვის რა წვლილი დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში.
„საგამოძიებო კომისიას რაც შეეხება, ეს ძალიან კარგი რაღაც იყო, ასე რომ ვთქვათ. საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, ვინ რა დააშავა ამ საქმეში. იქიდან სისტემამ რღვევა დაიწყო და სისტემამ როდის დაიწყო რღვევა თქვენ ძალიან კარგად იცით, ნიკა. თქვენი ცრემლებიც მახსოვს, თქვენი ემოციური გამოსვლაც მახსოვს პროკურატურასთან, როდესაც შოთაძე გადადგა, მაშინ დაიწყო სისტემამ რღვევა. შოთაძე რომ მართალი ყოფილიყო ამ საქმეში, კი არ გადადგებოდა. ვთანხმდებით იმაზე, რომ ბატონი შოთაძე მართალი რომ ყოფილიყო ამ საქმეში, კი არ გადადგებოდა, ადგებოდა, გამოვიდოდა, ვაჟკაცურად იტყოდა, რომ მე ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და დაჩქარებული პროცესით, ყველაფერს გააკეთებდა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა. ირაკლი შოთაძის განადგომის მოთხოვნით აქცია დღეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ხორავის ქუჩაძე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძის მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დღეს, 2019 წის 4 ივნისს დააკავა.სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 3 ივნისს საქმეზე განაჩენი გამოიტანა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად.16 წლის მოსწავლეები - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის №51–ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელთა შორის ჩხუბის დროს დაჭრეს. დავით სარალიძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ლევან დადუნაშვილი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი - გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. სასამართლოს დღემდე არ დაუსახელებია დავით სარალიძის მკვლელი. სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მკვლელის დადგენასა დ დასჯას მოითხოვს. ის ფიქრობს რომ ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვდნენ. პროტესტის ფონზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, შსს-მ აღნიშნული საქმის დეტალების დაფარვის გამოძიება დაიწყო და სამი პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი მოზარდია.
საპარლამენტო კომისიამ, ვერ დაადგინა, ვინ მოკლა დავით სარალიძე, თუმცა, გამოითქვა ვარაუდი, რომ მკვლელობაში კიდევ ერთი მოზარდი მონაწილეობდა.
2 არასრულწლოვნის მიმართ საქმე სააპელაციო ინსტანციაშია. პირველმა ინსტანციამ მათ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდება მოუხსნა - ერთს დანაშაული სარალიძის განზრახ სხეულის დაზიანებით დაუკვალიფიცირა, მეორე კი სარალიძის ნაწილში სრულად გაამართლა, მაგრამ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.
მკვლელობის საქმეს შს მინისტრი ხელმძღვანელობს.
2019 წლის 22 მაისს ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანს დ.ღ.-ს განაჩენი გამოუტანეს. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.