ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.
არასრულწლოვანი ბრალდებული გ.ბ. სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში გამართლდა, მაგრამ დამნაშავედ იქნა ცნობილი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში. არასრულწლოვანი გ.ჯ. გამართლდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, მაგრამ დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია.