საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3ე მატჩში გიბრალტარს „დინამო არენაზე“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა
თამაში, მთლიანად ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 30-ე წუთზე ვაკო გვილიამ გახსნა. 59-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა – 2:0. 77-ე წუთზე გიბრალტარის კარში 11-მეტრიანი დარტყმა დაინიშნა. დარტყმა ვატო არველაძემ შეასრულა და ნაკრებში სადებიუტო გოლით ანგარიში – 3:0 გახდა.
მორიგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 10 ივნისს გამართავენ, სტუმრად დანიის ნაკრებთან .