ქართველი რეჟისორის, გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ცუდი ხალხი” საერთაშორისო კინოფესტივალ Palm Springs-ის საკონკურსო პროგრამაშია. ფილმის ჩვენება 22 ივნისს გაიმართება.
“ცუდი ხალხი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ჰონგ კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმის სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება: გია 1991 წლის თბილისის სამოქალაქო ომის მონაწილეა. იგი მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევ მედიკამენტს ეძებს, რა დროსაც შემთხვევით გადაეყრება დიდი ხნის უნახავ თანაკლასელს. მალევე ირკვევა, რომ დიდი ხნის მონატრებული მეგობარი ახლა მისი მტერია.
Palm Springs-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელსაც ოსკარისა და ბაფტას კვალიფიკაცია აქვს.