ბარსელონის მერიამ საგრადა ფამილიას ტაძარზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გასცა.
მშენებლობაზე ლიცენზიის გაცემა ბარსელონის მერიისა და ტაძრის წარმომადგენლებს შორის ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაიცა.
საგრადა ფამილიამ მშენებლობაზე ლიცენზია 137 წლის შემდეგ მიიღო.
2018 წლის ოქტომბერში ტაძრის წარმომადგენლები დათანხმდნენ ბარსელონის მერიისთვის 36 მლნ ევროს გადახდას ქალაქის სასარგებლოდ, იმის გამო რომ ტაძარს მშენებლობის უფლება 130 წელზე მეტ ხანს არ ეძლეოდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტაძარი ამ თანხას 10 წლის განმავლობაში გადაიხდის. ფინანსები ტაძრის გარშემო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობას მოხმარდება.
ტაძრის მშენებლობა ცნობილი არქიტექტორის ანტონიო გაუდის პროექტის მიხედვით 1882 წელს დაიწყო.
მთელი ამ დროის განმავლობაში ტაძრის მშენებლობა დაუსრულებელი იყო. საგრადა ფამილიას მშენებლობის დამთავრება მხოლოდ 2030 წლისთვის იგეგმება.