ავსტრალიაში, მელბურნის პორტში, ფედერალურმა სამართალდამცველებმა 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების მეტანფეტამინი ამოიღეს. სამართალდამცველების განცხადებით, ნარკოტიკის რაოდენობა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოდ რეკორდულია. პოლიციამ მეტამფეტამინთან ერთად 37 კილოგრამი ჰეროინიც ამოიღო, რომელიც პაკეტებში იყო დახარისხებული.
პოლიციის განცხადებით, ტვირთი ტაილანდიდან მელბურნის პორტის გავლით ქვეყანაში შეჰქონდათ.
ავსტრალიაში მეტამფეტამინი, ადგილობრივი ტერმინით „ყინული“, ყველაზე მავნებელ ნარკოტიკად მიიჩნევა.
„ეს იყო ქვეყნის ისტორიაში მეტამფეტამინის უპრეცედენტო რაოდენობა, რომელიც აღმოგვიჩენია“, - აღნიშნა ABF-ის რეგიონალურმა მენეჯერმა კრეგ პალმერმა.