ავსტრალიის ჩრდილოაღმისავლეთით და ასევე სუბტროპიკულ ნაწილში მდებარე ქუინსლენდის შტატში თოვლი მოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBС ავრცელებს.
ავსტრალიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა თოვლს „იშვიათი“ სანახაობა უწოდა. ამ შტატში ბოლოს 2015 წელს მოთოვა.
მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ინციდენტიდან 1000 კილომეტრის ჰორიზონტზე მსახლეობას შესაბამისი ინსტრუქციები მიაწოდა. თოვლს თან ახლავს ძლიერი წვიმა და ქარი, შესაბამისად მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
ავსტრალიაში ივნისი ზამთრის დასაწყისად ითვლება. ამ წელს ავსტრალიაში ყველაზე ცხელი ზაფხული დაფიქსირდა, რომელსაც შეუქცევადი პროცესების სახით წყალდიდობა, გვალვა და ხანძრები მოჰყვა.