38-ე და 171-ე სკოლებში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მიზეზი 38-ე სკოლის დირექტორის კაბინეტში განხორციელებული ზარი გახდა იმის თაობაზე, რომ სკოლაში ნაღმი იყო დამონტაჟებული.
შენობებიდან ბავშვებისა და მასწავლებლების ევაკუაცია სწრაფად მოხერხდა, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებმა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფმა ნაღმი ვერ აღმოაჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით, განგაში ცრუ იყო, რომელიც სავარაუდოდ, ერთ-ერთმა მოსწავლემ სკოლაში სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზნით ატეხა.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. სამართალდამცველები ცრუ განგაშის ავტორის ვინაობის დადგენას ცდილობენ.
აღსანიშნავია, რომ 38-ე და 171-ე სკოლები ერთ შენობაში მდებარეობს.