საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და სხვადასხვა პროგრამებზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველო ცდილობს შიდსის, ტუბერკულოზის, B ჰეპატიტის წიააღმდეგ ბრძოლას. პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე პროგრამაში კერძო სექტორიცაა ჩართული, რაც პრობლემის გადაჭრას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს სამიტზე ისაუბრა, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნებს ეძღვნება.
"2003 წლიდან საქართველო ინტენსიურად მუშაობს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაზე. იმაზე, რომ მივაღწიოთ გამჭირვალობას სადაზღვეო სისტემისა და ფარმაცევტულ ბაზართან მიმართებაში. ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან კარგი პროგრამა შიდსის წინააღმდეგ ბძოლისათვის. მათ შორის არის პროგრამა, რომელიც გათავლიწინებულია ე.წ. მაღალი რისკის გჯუფისთვის, რომელიც დაავადებულების მკურნალობას გულისხმობს. პროგრამა ასევე, ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამას დაავადების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული სტიგმების შემცირებას", - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველო ებრძვის მაღალი რისკის შემცველ დაავადებებს და ამ პროცესში მისი მეუღლე შანდრა ელიზაბედ რულოვსია ჩართული.
"ჩვენ ასვეე ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ისეთ დაავადებებთან ბრძოლას როგორიცაა ტუბერკულოზი და B ჰეპატიტი. ახლადგაკეთებულმა სპეციალურმა ოთახებმა მოგვცა საშუალება, რომ ეს დაავადებები გვეკონტროლებინა, ამ და სხვა დაავადებებთან მიმართებაში სანდრა ელისაბედ რულოვსი მუშაობს. ის უძღვება პროექტებს და ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს. ის მუშაობს არა ხელმძღვანელად, არამედ ჩვეულებრივ მედდად საავადმყოფოში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი თემაა შობადობა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის დაგეგმვის პროგრამას და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
"ეს არის სფერო, სადაც კერძო სექტორია ჩართული. ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროგრამების გრძელვადიან გადაჭრას ეს ხელს შეუწყობს. საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საპილოტე კურსი", - აღნიშნა სააკაშვილმა.