თუმცა ქართულ ოცნებას და საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ამ საქმის გამოძიება, ამიტომ არ სჯის პროკურატურა არავის, - აცხადებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლეს საქართველოსი მიმდინარე გამოძიების იმედი არ აქვს.
ლეილა მუსტაფაევა ამბობს, რომ ის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. მუხთარლის მეუღლე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ამ საქმის გამოძიება, რადგან ძალიან კარგად იციან რაც მოხდა სინამდვილეში.
„უკვე ორი წელია საქართველოს პროკურატურამ ვერ გამოიძია აფგან მუხთარლის მოტაცების ამბავი. ახლა ჩვენ ველოდებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობებმა იციან რაც მოხდა. თუმცა ქართულ ოცნებას და საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ამ საქმის გამოძიება, ამიტომ არ სჯის პროკურატურა არავის. ჩემი ქალიშვილი უკვე ორი წელია ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა იგი ელოდება და ენატრება მამა,“-ამბობს ლეილა მუსტაფაევა.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხთარლის, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობდა.