საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიკრობლოგ ტვიტერით მიულოცა.
"ვულოცავ ლატვიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ეგილს ლევიტსის. საქართველო და ლატვია კარგი პარტნიორები არიან და მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობები თქვენი პრეზიდენტობის დროს კიდევ უფრო გაღრმავდება“,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა მიკრობლოგ ტვიტერში.
ლატვიის პარლამენტში, კენჭისყრის შედეგად, ეგილს ლევიტსიმ ხმათა უმრავლესობა დააგროვა. ლევიტსის აპრილში ლატვიის მმართველმა პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ლატვიამ ახალი პრეზიდენტი 29 მაისს აირჩია. ამ რეგიონში, წინა კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში, ლიეტუვამაც აირჩია ახალი ლიდერი.