საფრანგეთის რივიერაზე განთავსებული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა სახელმწიფოს, მონაკოს მოსახელეობის მესამედი მილიონერია.
Knight Frank Wealth Report-ის მიხედვით, მონაკოში მცხოვრები 38 300 მოქალაქიდან 12 261 მოქალაქე მილიონერია.
მონაკოში სიღარიბის მაჩვენებელი ნულს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ მონაკოში გადასახადები ყველაზე დაბალია. ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია.
ყოველწლიურად მრავალ ტურისტს იზიდავს მისი კაზინოები და სასიამოვნო კლიმატი. მონაკოს მოქალაქეებს არ აქვთ უფლება მიიღონ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, ანუ აკრძალული აქვთ კაზინოში თამაში.