წარმოშობით ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კანის ფესტივალზე კინოკრიტიკოსთა მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ „ძალიან კარგი ახალი ფილმების“ ათეულში მოხვდა და მე-7 ადგილი დაიკავა.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავის მერაბის შესახებ, რომლის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც თავისივე მეტოქე შეუყვარდება.
„ფილმის სიუჟეტი ინსპირირებულია რეალური ადამიანების ცხოვრებითა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. იგი გვიჩვენებს საქართველოს რეალობას და ისტორიას ფართო კონტექსტში. ეს არის გულწრფელი ფილმი თავისუფლების მნიშვნელობაზე“, აცხადებს ლევან აკინი.
ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო ფესტივალზე 16 მაისს გაიმართა.