26 მაისს, პერუში 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია 1, ხოლო მძიმედ დაშავებულია 11 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
2007 წელს მომხდარი 8.0 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, რომლის შედეგად პერუს დედაქალაქ ლიმაში 514 ადამიანი დაიღუპა, დღევანდელი მიწისძვრა ნაკლებად ფატალური აღმოჩნდა.
8.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ამაზონის რეგიონში, ქალაქ იურიმაგუარესში მოხდა.
ამერიკის შეერთებული სტატების გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ზედაპირიდან 115 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისძვრა იმდენად მძლავრი იყო, რომ იგრძნობოდა პერუში, ვენესუელასა და ეკვადორში.
მომხდარის შედეგად დანგრეულია 5 სკოლა, ორი ტაძარი და 4 ჰოსპიტალი. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ ორი საავადმყოფო დაინგრა.
ამაზონის რაიონში მდებარე ქალაქ იურიმაგუარესში, რომელმაც ყველაზე მეტი ზარალი მიიღო, ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობის ლიდერები ჩავიდნენ. პრეზიდენტმა მარტინ ვინცკარამ ადგილობრივ ხელისუფლებას ზაალის დათვლის და დაშავებულთა საჭიროებების სრული უზრუნველყოფა დაავალა.
ეკვადორის პრეზიდენტმა ოტო სონენჰოლზნერმა დაადასტურა, რომ მიწისძვრის შედეგად დედაქალაქ კიტოში 7 დაშავებულია. ეკვადორის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიწისძვრა იმდენად მძლავრი იყო რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით იგრძნობოდა.
2018 წელს პერუში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გარდაიცვალა 2 და დაშავდა 65 ადამიანი. 2007 წელს კი 8.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად 514 ადამიანი გარდაიცვალა.