რუსეთის დედაქალაქი ხმლით ფარიკაობაში გრან პრის მასპინძლობს. საქართველოს სახელით ტურნირზე 3 მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი მონაწილეობენ. ბექა ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი, შეჯიბრს ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშნენ.
სანდრო ბაზაძე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში მე-13 პოზიციას იკავებს და ის ტურნირის პირველობაში ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთო.
ბაზაძემ ორი რუსი და ერთი უნგრელი მოფარიკავე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გადავიდა. იტალიელ ლუკა კურატოლისთან ქართველმა მოფარიკავემ, მცირე ტრამვის გამო შეხვედრა დათმო. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ იტალიელმა მოფარიკავემ ტრამვირებულ ქართველ სპორტსმენთან ანგარიშით 15-12 გაიმარჯვა.
მიუხედავად მარცხისა, სანდრო ბაზაძემ მეოთხედფინალში გასვლით მნიშვნელოვანი ქულები დააგროვა, რაც მას ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციისა და ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგში ორშაბათიდან უკეთეს პოზიციაზე იქნება.
რუსეთის გრან პრიზე 209 მოფარკავემ იასპარეზა.