2019 წელს, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშება სან-პაულოში, ბრაზილიაში შედგა.
საქართველოს ნაკრები, ბრაზილიაში სამი სპორტსმენის შემადგენლობით გაემგზავრა. მედლებისთვის ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იბრძოდნენ.
ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობის B კატეგორიაში პირველობა ამჯერადაც არავის დაუთმო და მსოფლიო თასის გამარჯვებული მეთექვსმეტედ გახდა. აღსანიშნავია, რომ A კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინა თიბილაშვილმა.