ამერიკის შეერთებულ შტატებში, გარდაცვლილ ქალთან ერთად, მისი თხოვნით, თავისი ჯანმრთელი ძაღლიც დამარხეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოჯახის წევრებს ვირჯინიის შტატის ძაღლების თავშესაფარი ორი კვირის განმავლობაში არწმუნებდა, რომ გარდაცვლილის ბოლო თხოვნა არ შეესრულებინა. მიუხედავად ძალისხმევისა, ძაღლი ემა ჯერ დააძინეს, შემდგომ მისი კრემაციის პროცედურა ჩაატარეს და საბოლოოდ გარდაცვლილი პატრონის საფლავზე დაკრძალეს.
„ვურჩევდით, რომ ძაღლი ახალი ოჯახის პოვნის პროგრამაში ჩაერთოთ, ეს ხომ ძალიან მარტივია, ის ძაღლია, მალე მოვძებნიდით ახალ ოჯახს, თუმცა მათ ემა წაიყვანეს, დაწვეს და მისი ფერფლი პატრონის საფლავზე დამარხეს “,- აღნიშნა ჩესტერფილდის ცხოველთა სახლის მენეჯერმა კერი ჯოუნსმა Associated Press-თან საუბარში.
ამერიკაში, ვირჯინიის შტატში თქვენ უფლება გაქვთ გარდაცვალების დროს თქვენი ცოცხალი შინაური ცხოველი საფლავში თქვენთან ერთად დამარხოთ.
ვირჯინიის კანონმდებლობით, შინაური ცხოველი განიხილება, როგორც პირადი საკუთრება. კანონმდებლობა მეპატრონეებს სურვილის მიხედვით მოქმედების საშუალებას აძლევს. აშშ-ს შტატებში კანონები განსხვავდება, თუმცა ზოგიერთში ჯანმრთელი ცხოველების გარდაცვლილ ადამიანებთან დამარხვის უფლება მეპატრონეებს დღემდე გააჩნიათ.
ვირჯინიის შტატში, ადამიანების სასაფლაოს გვერდით, სპეციალურად გამოყოფილი ძაღლთა სასაფლაოც აქვთ