დღეს მსოფლოში აღიარებულ გამომგონებელს, რუსული ავტომატური იარაღის აკ-47-ის შემქმნელს, მიხეილ კალაშნიკოვს 90 წელი შუსრულდა.
საიუბილეო თარიღი მას რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრ მედვედევმა მიულოცა, რომელმაც აღნიშნა, რომ კალაშნიკოვის მიღწევა ეს არის "ერის შემოქმედებითი შესალებლობების სიმბოლო".
მისივე თქმით, ამჟამად რუსეთს არ ყოფნის გამომგონებლები, ისეთი როგორიც არის კალაშნიკოვი.
მიხეილ კალაშნიკოვი 1919 წლის 11 ნოემბერს დაიბადა. 1942-49 წლებში იგი მონაწილეობდა ახალი იარაღის შექმნაში და სწორედ ამ პერიოდში გამოიგონა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი აკ 47, რომელმაც შემდგომ საბჭოთა არმიის შეიარაღებაში დაიმკვიდრა ადგილი.
იარაღმა კალაშნიკოვს მსოფლიო აღიარება მოუპოვა. მისი გამოგონება თავდაცვის სფეროში აღიარებულია არა ერთი ქვეყნის მიერ და ამჟამად კალაშნიკოვი მსოფლიოს 55 ქვეყნის შეიარაღებაში გამოიყენება. კალაშნიკოვის ავტომატური იარაღი გენესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული იარაღი.
ამჟამად რუსეთში კალაშნიკოვის მესამე თაობის ავტომატური იარაღი აკ 74 მ; აკ 101 და აკ 105 იწარმოება.