ავსტრალიელმა მამაკაცმა 100,000 დოლარის ღირებულების ოქროს ზოდი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მამაკაცმა 1,4 კგ-ის გულის ფორმის ოქროს ზოდი, სამხრეთ ავსტრალიის ოქროს მდელოებზე სეირნობისას, მეტალის დეტექტორით აღმოაჩინა.
ოქროს ზოდი 100,000 ავსტრალიურ დოლარად ფასდება. როგორც პოლიციის წარმომადგენლებმა BBC-ის ჟურნალისტს განუცხადეს ასეთი შემთხვევა კალგურლის რაიონში წელიწადში რამდენჯერმე ხდება.