თამთა გოდუაძე ქართველ გულშემატკივარს მიმართავს და ევროვიზიის ფინალში მხარდაჭერას სთხოვს.
"მოგესალმებით, მე ვარ თამთა, წარმოვადგენ კვირპროსს ევროვიზიის კონკურსზე წელს, სიმღერით Replay. მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ ყველას მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. თქვენი მხარდაჭერით გადავედი ფინალში.
ფინალი არის 18 მაისს, შაბათს და კიდევ ერთხელ დამჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი სიყვარული და რა თქმა უნდა თქვენი ხმა. უღრმესი მადლობა, გკოცნით ყველას ბევრს", - აცხადებს თამთა გოდუაძე.
შეგახსენებთ, რომ თამთა გოდუაძე კვიპროსის სახელით ევროვიზიის ფინალშია.
ევროვიზიის პირველი ნახევარფინალი თელ-ავივში 14 მაისს გაიმართა. თამთა გოდუაძე კონცერტზე პირველ ნომრად გამოვიდა და სიმღერა – Replay შეასრულა.
ქართველი მომღერალი ბევრ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის საქართველოშიც, YouTube ტრენდებშია და ამჟამად მე-4 ადგილზე იმყოფება.