წელს ევროვიზიაზე ორი ქართველი მონაწილეობს. ოთო ნემსაძე საქართველოს, ხოლო თამთა გოდუაძე - კვირპოსს წარადგენს. 14 მაისს გამართული პირველი ნახევარფინალის შედეგებით, ევროფესტივალის ფინალურ კონცერტში მხოლოდ თამთა გოდუაძეს ვიხილავთ.
პირველი ნახევარფინალის შემდგომ, თამთას ნახევარფინალურ ვიდეოს YouTube-ზე ყველაზე მეტი, მილიონობით ნახვა აქვს. ქართველი მომღერალი ბევრ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის საქართველოშიც, YouTube ტრენდებშია და ამჟამად მე-4 ადგილზე იმყოფება.
მომღერალი კონკურსში კვიპროსის სახელით მონაწილეობს, შესაბამისად ხმის მიცემა საქართველოში მყოფ გულშემატკივრებს და ქვეყნის საზღვრებს მიღმა მყოფ ემიგრანტებსაც შეეძლებათ. მათ ამისთვის ევროპის დროით 21:00 საათზე უნდა უყურონ, იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელშიც იმყოფებიან.
გრანდიოზული ფინალის ნახვა საქართველოში, 18 მაისს, 23:00 საათზე პირველი არხის პირდაპირი ეთერით იქნება შესაძლებელი.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი თელ-ავივში 14 მაისს გაიმართა. ევროფესტივალის მე-2 ნახევარფინალი 16 მაისს, ხოლო ფინალური კონცერტი 18 მაისს გაიმართება.
კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს.