თამთა გოდუაძე კვიპროსის სახელით ევროვიზიის ფინალშია.
ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ევროფესტივალზე კვიპროსს წარადგენს.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე კვიპროსის წარმომადგენელი პირველ ნომრად გამოვიდა და სიმღერა – Replay შეასრულა.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი დღეს თელ-ავივში გაიმართა.
კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს.
შეეგახსენებთ, რომ საქართველო კონკურსს გამოეთიშა.