ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. იგი იქნება 24-ე დემოკრატი კანდიდატი, რომელიც თეთრი სახლის მოსაპოვებლად იბრძოლებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ვიდეომიმართვაში ბილ დე ბლასიო აცხადებს, რომ "დროა ხალხისთვის ვიმუშოთ" და "ტრამპი უნდა შეჩერდეს".
საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთების შემდეგ ბილ დე ბლაზიო სამხრეთ კაროლინასა და აიოვაში გაემგზავრება.
ბილ დე ბლასიო 2013 წელს გახდა ნიუ იორკის მერი და ის იყო ქალაქის პირველი დემოკრატი მმართველი ვიდრე 1993 წლიდან.
შეგახსენებთ, რომ დემოკრატების სახელით საპრეზიდენტო მარათონში ჩართულები არიან ასევე, სენატორები ელიზაბეტ უორენი, კამალა ჰარისი, ბერნი სანდერსი, ემი კლობუჩარი და აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.