ოთო ნემსაძე ევროვიზიის მაყურებლის წინაშე ეფექტური შოუთი წარდგა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და სიმღერა – „სულ წინ იარე“ შეასრულა.
ქართველმა მოღერალმა თამთა გოდუაძემ, კი კვიპროსის სახელით ევროფესტივალი გახსნა და 4 შვედ მოცეკვავესთან ერთად სცენაზე სტანდარტის თამასა დააწესა.
საქართველო ევროვიზიის კონკურსს გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ თამთა გოდუაძე, რომელიც ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით იღებს მონაწილეობას კონკურსის ფინალშია.
ევროვიზიის ფინალში კი გადავიდნენ საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან მარინო და სლოვენია.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი თელ-ავივში 14 მაისს გაიმართა. ევროფესტივალის მე-2 ნახევარფინალი 16 მაისს, ხოლო ფინალური კონცერტი 18 მაისს გაიმართება.
კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს.