აფრიკული დაავადება ე.წ. ღორის ჭირი ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნდა. ვალდიკავკაზის მოზდოკის რაიონში უკვე დაფიქსირებულია შინაური ცხოველების მასობრივი სიკვდილიანობა. ეს განცხადება დღეს ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს პრესსამსახურის უფროსმა იულია სტარჩენკომ გააკეთა.
აღსანიშავია, რომ ეს დაავადება მასობრივად უკვე იყო გავრცელებული ჩრდილო ოსეთში 2007-2008 წლებში.
"გუშინ საღამოს მოზდოკის რაიონში შინაურ ცხოველთა, კერძოდ ღორების მასობრივი სიკვდილიანობა დაფიქსირდა. სტავროპოლის ლაბორატორიებში ჩატარებული წინასწარი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ეს ე.წ. ღორის ჭირის ინფექციაა",_ განაცხადა სტარჩენკომ და დასძინა, რომ ეს ანალიზები შემდგომი დასასტურებისათვის ახლა მოსკოვში გაიგზავნება სადაც ხელმეორე ანალიზი გაკეთდება.
იულია სტარჩენკო ასევე აცხადებს, რომ განმეორებითი ანალიზის პასუხის ლოდინის მიუხედავად, ჩრდილოეთ ოსეთში დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად უკვე ყველა საჭირო პრევენციული ზომების გატარება დაიწყო. მეტიც ამ დილით ვლადიკავკაზში საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც აღნიშნული პრევენციული ღონისძიებების გატარების დაწყების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ზოგ რაიონებში უკვე კარანტინიც კი გამოცხადდა.