დღეს მოდის სამყაროს მთავარი ღონისძიება „Met Gala" გაიმართება.
წლევანდელი გალას თემა კემპია, რაც განსაკუთრებულ ექსტრავაგანტულობასა და თეატრალურობას მოიცავს.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი თემატური გამოფენაა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში.
წელს, მსოფლიო მოდის ლეგენდებთან ერთად ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.