რომის პაპმა ფრანცისკემ დაიწყო 3-დღიანი ვიზიტი ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში მართლმადიდებლურ ეკლესიებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით.
დღეს, 5 მაისს რომის პაპი შეხვდა ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიების მაღალიერარქებს, რომლებმაც უარი განაცხადეს პაპთან ერთან ერთობლივი წირვა-ლოცვის ჩატარებაზე.
ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას მცირერიცხოვანი კათოლიკური თემი ჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 17 წლის განმავლობაში, ეს იყოს რომის პაპის პირველი ვიზიტი ბულგარეთში.
ჩრდილოეთ მაკედონიას პირველად ეწვევა რომის პაპი მას შემდეგ, რაც საბერძნეთთან შეთანხმების მიღწევის შედეგად, ქვეყანამ სახელი გადაირქვა.
ბულგარეთში ფრანცისკე შეხვდა სრულიად ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტეს და ეწვია სოფიას საკათედრო ტაძარს.