საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორად გაგა ჩხეიძე დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად გაგა ჩხეიძე ავრცელებს.
"გპირდებით ქართული კინოს წინსვლას და აღმავლობას, ახალი შემოქმედებითი და კომერციული სიმაღლეების დაპყრობას, მუდმივ ინტენსიურ ურთიერთობას კინემატოგრაფისტებთან, ძველის დაფასებას და ახლის აღმოჩენას. ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო სამი წელი გველის", - წერს გაგა ჩხეიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკზე.