ვიეტნამის პრეზიდენტი ნგუე ფუ ჩონგი დაახლოებით სამი კვირაა საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. მისმა მოულოდნელმა გაუჩინარებამ გამოიწვია შეკითხვები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
75 წლის ნგუე ფუ ჩონგი, რომელიც პრეზიდენტის პოსტთან ერთად მმართველი კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის სავარძელსაც იკავებს, ბოლოს 14 აპრილს გამოჩნდა საზოგადოების წინ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი თავს შეუძლოდ გრძნობდა.
მოსახლეობაში მისმა გაუჩინარებამ განსაკუთრებული შეშფოთება მას შემდეგ გამოიწვია, რაც პრეზიდენტი არ დაესწრო ვიეტნამის ყოფილი პრეზიდენტის ლე დიკ ანის დაკრძალვის ცერემონიას.
ვიეტნამის სახელმწიფო მედიას არ გაუვრცელებია ცნობა, ნგუე ფუ ჩონგის დაკრძალვის ცერემონიაზე არყოფნის მიზეზების შესახებ.
მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი უახლოეს მომავალში დაუბრუნდება სამუშაოს და მისი დაკრძალვის ცერემონიაზე არყოფნა უკავშირდება იმას, რომ შესაძლოა პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა მოეხდინა გადამეტებულ ფიზიკურ აქტივობას.
მიუხედავად მისი ასაკისა და კონსერვატიული შეხედულებებისა, ნგუე ფუ ჩონგი ვიეტნამელ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს მის მიერ განხორციელებული ანტიკორუფციული კამპანიის გამო, რასაც რამდენიმე მაღალჩინოსნისა და მინისტრის დაპატიმრება მოჰყვა.