აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრომ საერთაშორისო მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, დედაქალაქში რუსთაველის გამზირზე მარათონი გამართა.
მარათონში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები. გამარჯვებულებს მედლები, თასები და სპორტული მაისურები გადაეცათ.
მარათონის შემდეგ პუშკინის სახელობის სკვერში ბავშვებისა და მათი მშობლებისთავის კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსების და ფესტივალების ლაურიატები იღებდნენ. მათ შორის კონკურს "პატრიოტის" გამარჯვებული გუგა მანაგადზე.
აფხაზეთიდან დევნილმა გოგონამ სიმღერა აფხაზურ ენაზე შეასრულა.
სკვერში მსოფლიო მშვიდობის თემაზე ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენაც მოეწყო.