პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ იგი სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.
„2018 წელს სამსახური აქტიურად ახდენდა საერთაშორისო ტერორიზმის ახალი გამოწვევების გამოვლენას და ინტენსიურად მუშაობდა მათთან გამკლავების მიმართულებებზე. საანგარიშო პერიოდში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავით გათვალისწინებული დანაშაულებების 10 საქმეზე. 2018 წელს სუს-ის ინიციატივით და ხელმძღვანელობით შემუშავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია და სამწლიანი სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.