შემთხვევით, რამე ხომ არ გეშლებათ ბატონო მინისტრო? - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მამუკა ჩიქოვანი შს მინისტრის განცხადებას, რომ ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციას ეწევა.
„ბატონო მინისტრო, თქვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოგვმართეთ ყველას და გვითხარით, რომ ნუ აკეთებთ იმას, რომ პოლიცია გახადოთ მხარეო. შემთხვევით, რამე ხომ არ გეშლებათ, ბატონო მინისტრო? მე მინდა, იქით გკითხოთ. შემთხვევით, თქვენმა ხელისუფლებამ, თქვენ, თქვენი კონკრეტული ქმედებებით ხომ არ გახადეთ მხარე პოლიცია და პოლიციის ქმედებამ ხომ არ გამოიწვია, რომ სწორედ მხარედ გვევლინებით თითოეული თქვენთაგანი ჩვენ. აქ უამრავი მაგალითი შეგახსენეს, კონკრეტული ფაქტი შეგახსენეს. მერ შეგახსენებთ რომ დავით კირკიტაძე პირადად თქვენი განცხადებით, თქვენი პირადი პატიმარი არის და სხვა ყველა მსგავსი თუ უფრო მძიმე დანაშაულის მატარებელი პირი თქვენი მხარდამჭერი და თქვენი მაქებარი დღეს თავისუფლად დადის გარეთ“, -განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.
გიორგი გახარიას პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.