პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, შესაძლოა, 3D-პრინტერის დახმარებით აღდგეს. ამის შესახებ Le Figaro ჰოლანდიურ კომპანია Concr3De-ზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც აღნიშნულია, ასეთი ტექნოლოგიით ტაძარი სწრაფად აღდგება, ასევე მომგებიანი იქნება ფინანსური კუთხითაც.
ჰოლანდიური კომპანია ასევე გამოიყენებს ნაცრის ნარევს, კირქვას, მელანს და არაორგანულ ნაერთებს ტაძრის დეტალების შესაერთებლად.
15 აპრილს ნოტრდ-დამში გაჩენილი ხანძრის შედეგად ჩამოინგრა სახურავის ორი-მესამედი, მთლიანად განადგურდა გოთიკური შპილი. გადარჩა ყველა შედევრი და რელიქვია. ასევე, უვნებელია გარე ფასადი, კარიბჭე და ტაძარში დაცული უნიკალური ქანდაკებები. წინასწარი ვერსიით, აალება სარემონტო სამუშაობის დროს გაუფრთხილებლობამ გამოიწვია.